მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა ყვავილების ფესტივალის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
01-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „ყვავილების დღესასწაული“ საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი - მარინე ფხაკაძე ხელმძღვანელობდა.

 რომელიც როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე ყვავილების ფესტივალის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

მათ ისაუბრეს ფესტივალის დაარსების ისტორიაზე, თუ რომელ ქვეყანაში როგორ აღინიშნება ის.

ბავშვებმა, ასევე წაიკითხეს ლეგენდები და თქმულებები ვარდის, ტიტასა და იასამნის წარმოშობის შესახებ.

მათ მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

 ყვავილების ფესტივალი მსოფლიოში 31 მაისს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203