„ევროპა ჩვენი სახლია“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
01-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები აღნიშნულ დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.

ამჯერად, მე-8 (ხელ-ლი: ი.ალავიძე) და მე-8 (ხელ-ლი: ს.ქობალია) კლასებში გეოგრაფიის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. 

მოსწავლეებმა საგნის მასწავლებლის ნათელა ჭოლოკავას ხელმძღვანელობით, თემაზე - „ევროპა ჩვენი სახლია“ იმუშავეს. 

გაკვეთილის მიზანი ევროკავშირზე, შედგენილი გეგმის მიხედვით, პერფომანსის მომზადება იყო. მოსწავლეებმა ყურადღება ორგანიზაციის შექმნის ისტორიასა და დანიშნულებაზე გაამახვილეს, რაც დროის ხაზზე წარმოადგინეს. თითოეულ მოსწავლეზე სიუჟეტები განაწილდა. 

მოსწავლეებმა დავალება - როგორ იცნობენ ევროკავშირის ქვეყნებს, საინტერესო ვიდეოკოლაჟის საშუალებით, წარადგინეს და მათივე შექმნილ პოლიტიკურ რუკაზე დროშებითა და წარწერებით  27 ევროკავშირის ქვეყანა გამოსახეს.

„გაკვეთილი დაიწყო იმ შემართებით, თუ რატომ ვართ ევროპელები, გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნიც“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203