„გილოცავთ, სკოლა ამაყობს თქვენით“ - ხონის N2 სკოლის კალათბურთელ ვაჟთა გუნდმა მუნიციპალურ შეჯიბრში გაიმარჯვა
01-06-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის, ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, კალათბურთელ ვაჟთა გუნდი, ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრში, სასპორტო სკოლის ყოფილი დირექტორის ტარიელ ჯაფარიძის ხსოვნის თასისა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა ლუკა ბახტაძე, ხოლო გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ნიკოლოზ ჩხენკელი, მიღწევისთვის კი, ორივე მოსწავლე თასებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„გილოცავთ, სკოლა ამაყობს თქვენით“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203