ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ღვინის მარანში ჩაუტარდათ 
01-06-2023

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გასვლით გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის ქიმია - ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა - მაია ხარაძემ, ეკოკლუბ „Green Group-ის“ წევრებთან ერთად, საინტერესო გასვლითი გაკვეთილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ჯაფარიძის მარანში მოაწყო. 

აღნიშნული მარანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველი და საინტერესო ადგილია.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარანი და გაესაუბრნენ მის მეპატრონეს. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მეღვინემ მოსწავლეებს მარნის შექმნის იდეისა და ისტორიის შესახებ უამბო. ასევე ესაუბრა ღვინის დაწურვის ტექნოლოგიებზე, დეგუსტაციის მეთოდებსა და გაყიდვების მასშტაბებზე.  

„მსგავსი აქტივობების შედეგად მოსწავლეები ეუფლებიან ინტერვიუირების მეთოდს, გარდა ამისა ეს ავითარებს მოსწავლეებში თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კრიტიკულ და შემოქმედებით უნარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203