მოდეგამის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ დღეს, ასევე სკოლაში პირველკლასელთა სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას საინტერესო აქტივობი მიეძღვნა.

ბავშვებმა ნასწავლი შეაჯამეს და მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ანბანი „გააცილეს“.

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მათ ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ასევე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრეს და ამ დღის მნიშვნელობას გაეცნენ.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203