
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლია ნოღაიდელმა მოსწავლეებს საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი მე-7 კლასში ჩატარდა, პროგრამული თემა კი, გოდერძი ჩოხელის - „გაღმივლები“, გახლდათ.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო, კლასგარეშე ლიტერატურა: გიორგი ლეონიძის „ჩირიკი“ და „ჩიკოტელა“.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს საკითხს - „დღეს აუცილებელი პირობაა სიკეთით განვლო ცხოვრების გზა... აუცილებელია სიყვარული!“ და მასზე იმსჯელეს.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მათი სახელმძღვანელო ფრაზაა - „რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია“.
იხილეთ ფოტოები: