წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
01-06-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გასვლითი ღონისძიებით აღნიშნეს.

VIII და X კლასის მოსწავლეები, დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და ისტორიის მასწავლებლები წყალტუბოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დიდ დარბაზში შედგა შემეცნებითი ხასიათის კონფერენცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაზე IX კლასის მოსწავლე მარიამ კოვზირიძემ, XII კლასის მოსწავლე მარიამ გახოკიამ და VIII კლასის მოსწავლე ლუკა ბენდელიანმა თავიანთი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა, ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლიკებზე და საქართველოს კონსტიტუციაზე, ასევე მათ გაიხსენეს 1918-1921 წლების საგარეო პოლიტიკური მნიშვნელოვანი მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა 26 მაისის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღეს, მათ საინტერესო ფაქტების შესახებ, ია კუხალაშვილი და ლალი მეშველიანი ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ მადლობა გადაუხადა მუზეუმს მასპინძლობისათვის, კათედრას კი მადლობის ნიშნად გადასცა სახელმძღვანელო - სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის (ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი).

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203