
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება პირველკლასელებმა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ზეიმი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, რომელშიც პირველკლასელები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მათ ასევე ზღაპრის - „კომბლე“ გმირების როლი მოირგეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს და გაამხიარულეს.
„ასეთ პოზიტიურ ნოტაზე გავაცილეთ პირველკლასელები და ვუსურვეთ ბედნიერი დასვენება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: