წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „უძველესი ნივთების“ გამოფენა მოაწყვეს
01-06-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალთბილის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება წარმატებით მიმდინარებს.
სწორედ, ბილინგვური სწავლების ფარგლებში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა საგანში - „მე და საზოგადოება“ მორიგი საგაკვეთილო თემა - „უძველესი ნივთების გამოფენა/წარდგენა“ გაიარეს.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მისი სამიზნე ცნება იყო - ცვლილება. ქვესაკითხები: ძველი და თანამედროვე საოჯახო ნივთები, ნივთების დანიშნულება.
მოსწავლეებმა ოჯახში უძველესი ნივთები მოიძიეს და საკლასო ოთახში საოჯახო ნივთების გამოფენა/პრეზენტაცია მოაწყვეს და კლასის და დამსწრე საზოგადოების წინაშე „ექსპონატები“ წარადგინეს.
აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ „მე და საზოგადოების“ მასწავლებლები - მარიამ მოვსესიანი და ოქსანნა ანტონიანი.
საგაკვეთილო პროცესი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.