
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, რომლებიც ფრანგული ენას სწავლობენ (და არამარტო მათ) ღონისძიება- „ლევილის საქართველო“ გამართეს.
სკოლაში, პედაგოგ მაკა მალავნიშვილის მოსწავლეებმა მშობლიური სოფლისა და ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი თანამებრძოლების ცხოვრების გზა ფირზე აღბეჭდილი ისტორიულ-დოკუმენტური მასალებით წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ღონისძიება ქართულ- ფრანგული სიმღერებით გააფორმეს და წარმოდგენა მინი სპექტაკლით დაასრულეს, რამაც დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ემოციური გახადა.
იხილეთ ფოტოები: