
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა-პროექტი გაიმართა.
ვიქტორინა- პროექტი - „ტვინების ბრძოლა“, ბიოლოგიაში ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინის მიზანი, მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება, ცოცხალი სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივება, ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესების გაანალიზება გახლდათ.
ვიქტორინაში მეშვიდე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ზოგადი ცოდნა მეტად აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა მიმდინარეობდა ჯგუფურად, კონკურსის ბოლოს კი, მონაწილე მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ვიქტორინის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო შათირიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: