„თქვენ, ძვირფასებო, როგორც შეგფერით, ისე გვიყვარხართ და გეფერებით“- დაგვას საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლს განსაკუთრებულად აფასებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში მეგობრული, ურთიერთანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოა.
პედაგოგები ერთმანეთის ღვაწლსა და გაწეულ შრომას აფასებენ. ამჯერად კი, ამ მიზნით, სკოლაში ღონისძიება - „თქვენ, ძვირფასებო, როგორც შეგფერით, ისე გვიყვარხართ და გეფერებით“, გაიმართა. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან ხარაზმა გახსნა.
კლასიკური მუსიკის ფონზე კი, დარბაზში იუბილარები: მარინე ჯაყელი, მარინა ავალიანი, შუშანა ჯაფარიძე და გურამ ბერიძე შებრძანდნენ. მათ დაბადების დღე ყველამ მიულოცა, იყო სიმღერა, ცეკვა და სამადლობელი სიტყვები.
სკოლის დირექტორმა მაია კიკნაძემ მადლობა გადაუხადა იუბილარებს მოზარდი თაობის აღზრდაში მიღებული წვლილისთვის და მათ საპატიო სიგელები გადასცა.
„დილიდანვე ფუსფუსი იყო დაგვას საჯარო სკოლაში, ყველა პედაგოგი იყო ჩართული საერთო საქმეში და საერთო ძალისხმევით ცდილობდნენ წვლილის შეეტანას.
ღირსეულს ღირსეული დაფასება სჭირდება, ამიტომაც იყო მილოცვები, სიმღერები, ცეკვები მიძღვნილი იუბილარებისადმი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: