ერკეთის საჯარო სკოლაში ტრადიციულად, „ბოლო ზარზე“ მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
01-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა მეთორმეტეკლასელების „ბოლო ზარზე“ , მომავალი პირველკლასელებისათვის ღია კარის დღის მოწყობა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, დიდები პატარებს ათვალიერებინებენ სკოლის შენობას, აცნობენ პირველ მასწავლებელს, აჩვენებენ ტექნიკის კაბინეტს და ბუკებს, რომლის მსგავსასაც მიიღებენ სასწავლო წლის დასაწყისში. შემდეგ კი მონაწილეობენ საზეიმო ღონისძიებაში.
გამონაკლისი არც წელს ყოფილა.
სკოლაში ზეიმი გაიმართა, რომელიც როგორც სკოლაში აღნიშნავენ შეხვედრა-გაცილებას, გამოთხოვების ცრემლებსა და ბედნიერი ღიმილს მოიცავდა.
პედაგოგებმა, მშობლებმა, დამსწრე საზოგადოებამ მეთორმეტეკლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და მომავალ პირველკლასელებს წარმატება უსურვეს.
„გზა დაგილოცავთ ცხოვრების დიდ ასპარეზზე მეთორმეტეკლასელებს. ფეხბედნიერად შემოსულიყოს სკოლაში წლევანდელი პირველკლასელები. მოსწავლეთა სიმრავლე დაგბედებოდეს ჩვენო მშობლიურო სკოლავ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს