„გაცოცხლებული თოჯინები“ - ერკეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
01-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

„გაცოცხლებული თოჯინები“- ასე ეწოდება შთამბეჭდავ პროექტს, რომელიც ერკეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს ქართული ნახატი ფილმები, ერთად წაიკითხეს ქართული ზღაპრები, დაამზადეს ფერადი ქაღალდებისა და ქსოვილებიდან თოჯინები. ბავშვები ეწვივნენ ქუთაისის თოჯინების თეატრს და ნახეს მულტიპლიკაციური ფილმი „ალადინი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შთამბეჭდავი იყო „გაცოცხლებული თოჯინების“ პრეზენტაცია, ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები, ემოციები, სიხარული და იმედი, რომ ასეთი შთამბეჭდავი პროექტები კვლავ განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203