
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სასკოლო კონფერენცია - „26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ მიეძღვნა. კონფერენცია ისტორიის მასწავლებლის - ირმა რიონიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თემები:
მოსწავლეთა მოხსენებები სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სიღრმისეულად და შთამბეჭდავად წარმოადგინეს ინფორმაციები. საგნის მასწავლებელმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა მომხსენებელს და უსურვა ერთიან დამოუკიდებელ საქართველოში მშვიდობიანი ცხოვრება.
იხილეთ ფოტოები: