ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
02-05-2018
ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და განხორციელების საკითხებში მხარეებს შორის ერთობლივი ცოდნის გაზიარებას, იუნკერებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებას, შესაძლებლობების ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასა და ბიბლიოთეკების განვითარების საკითხებში თანამშრომლობას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს