ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარი“ შთამბეჭდავად აღნიშნეს
01-06-2023
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეებმა სკოლის დასრულება კულტურის სახლში, შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
ახალგაზრდებმა, თემის მცხოვრებლებსა და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი წარმოდგენა შესთავაზეს, რომელიც მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო გაჯერებული.
მოსწავლეებმა ქართული ეროვნული ცეკვები და მუსიკალური წარმოდგენები ისე შეასრულეს, რომ დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულებს სასკოლო საზოგადოებამ, სიმბოლურად თეთრი მაისურები მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეუმკეს.
ახალგაზრდები კი, ამაღლებული განწყობითა და საუკეთესო მოგონებებით დაემშვიდობნენ სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს