„დედაენის გაცილება“ - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პირველკლასელთა წარმტაცი საზეიმო ღონისძიება 
01-06-2023

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლაში გაიმართა ღონისძიება - „დედაენის გაცილება“. I კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - ლალი ქამხაძის ხელმძღვანელობით, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა პირველი კლასის წარმატებით დასრულება იზეიმეს - ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სკოლასა და პირველ მასწავლებელს სექტემბრამდე გამომშვოდობნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203