ჭაგნის საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა 
31-05-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებითა და ამავე კათედრის პედაგოგის თამარ ახობაძის ხელმძღვანელობით ,დედამიწის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“

პროექტში მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატების გამოფენა თემაზე „დედამიწის ჩივილი“, შექმნეს პოსტერები, ხაზი გაუსვეს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.

ბოლოს კი ბავშვებმა სკოლის ეზოში მწვანე ნარგავები დარგეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203