„მოვეფეროთ საქართველოს“ - სალხინოს საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
31-05-2023
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში - „მოვეფეროთ საქართველოს“ მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა, 26 მაისი გაიხსენეს, ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიულ ფაქტებზე ისაუბრეს.

მათ დამოუკიდებლობის არსი კიდევ უფრო ღრმად გაიაზრეს.

ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, რომელშიც ისინი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეებმა პატრიოტული სულისკვეთება გამოხატეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203