სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
31-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზო საქართველოს დროშის ფერებში მორთეს და დროშა ააფრიალეს.
ბავშვებმა ამ დღის არსი გაიაზრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება.
დღე ამაღელვებელი და ემოციებით სავსე იყო.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს