ლაილაშის საჯარო სკოლის ტერიტორიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის პროექტი მიმდინარეობს
31-05-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
ეს ყველაფერი კი მათ მოტიაციაზე დადებითად აისახება. ამჯერად, სკოლის ტერიტორიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის პროექტი მიმდინარეობს, რის ფარგლებშიც, მცენარეები დაირგა და გარემო მოწესრიგდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. ამიტომაც, მათთვის ტერიტორიის გამწვანება ორმაგად სასიხარულო იყო.