ჩხუტელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
31-05-2023
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო.
სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, შესთავაზეს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის ისტორია კიდევ ერთი მხატვრული ღონისძიებით გაამდიდრეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეები ამ დღისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ და მომავალ სასწავლო წლამდე, სკოლას ამაღლებული განწყობით გამოემშვიდობნენ.
„ვულოცავთ მათ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას და გვჯერა, რომ წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების ფონზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს