კიზილაჯლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გასვლითი აქტივობა მიეძღვნა
31-05-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითმ საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გაზიარებას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით ისინი ბუნებაში, განწყობისა და მოტივაციის ასამაღლებლად გავიდნენ. ეს დღე ბავშვებისთვის სასკოლო ცხოვრებიდან კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. 

მოსწავლეებმა ასევე ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობა გაიაზრეს და მისი დაარსების ისტორია მოისმინეს. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203