ბათუმის N20 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, რაც ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
„ძვირფასო პირველკლასელებო! გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას. ეს წელი თქვენთვის საოცარი აღმოჩენებით, ახალი გამოცდილებით, მნიშვნელოვანი მიღწევებითა და გამარჯვებებით გამოირჩეოდა. წინ კიდევ ბევრი სიახლეებით სავსე სასკოლო პერიოდი გელოდებათ. გისურვებთ წარმატებებს! ეს დღე ყველა პირველმა კლასმა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს გისურვებთ ლაღ და ბედნიერ დასვენებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.