დეხვირის საჯარო სკოლიდან პირველკლასელები არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს
31-05-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ისინი ანბანს, სკოლასა და საყვარელ მასწავლებლებს სიყვარულითა და დიდი ჟრიამულით დაემშვიდობნენ. პატარებმა წაიკითხეს საყვარელი ლექსები, იმღერეს, მოაწყვეს „ქადა-ფართი“ და პირველი კლასის ბოლო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.

„გილოცავთ ჩვენო პატარებო და მადლობას გიხდით ლამაზი ერთი წლისთვის!
მადლობა დაწყებითი კლასების პედაგოგს ლალი სვანიძეს თავდაუზოგავი შრომისთვის!
მადლობა მშობლებს, თანადგომისათვის! 
ბედნიერ და ხალისიან არდადეგებს გისურვებთ! ახალ სასწავლო წელს კი კიდევ უფრო გაზრდილები, მოტივირებულნი და ენერგიულები დაგვიბრუნდით უკვე მეორე კლასში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203