ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები წარმატებას ხშირად აღწევენ.
ამჯერად, ისინი სამოქალაქო განათლების პროგრამის ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმზე იმყოფებოდნენ, სადაც ღირსეულად წარსდგნენ. შედეგად კი, მათი პროექტის ბიზნეს იდეამ გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში ამ მიღწევით ამაყობენ და კმაყოფილები არიან.
„კიდევ ერთი ლამაზი და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე დღე ჩვენი სკოლისათვის. რაჭაში ჩვენი აქტიური მოსწავლე-
მასწავლებელი რეგიონის სხვა მონაწილე სკოლების კოლეგებთან და რეგიონის ბიზნესმენებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ისევ ჩვენი პროექტის ბიზნეს იდეის გამარჯვება და დაფინანსების მოპოვება ...
მადლობა ჩვენს ახალ პარტნიორსა და დამფინანსებლებს, მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამასა და აფხაზინტერკონტს დღევანდელი ჩვენი სიხარულისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.