მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სპორტულმა კლუბმა „ფენიქსმა“ სპორტული თამაშები გამართა
31-05-2023
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის გნმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის სასკოლო სპორტულმა კლუბმა „ფენიქსმა“ I, II და III კლასებში შიდასასკოლო სახალისო თამაშები, მძლეოსნობის ტექნიკური ელემენტების გამოყენებით, განახორციელა.
I კლასს ორი გუნდი - „ფენიქსი“ და „არწივი“ ჰყავდა. გაიმარჯვა გუნდმა „არწივმა“, ხოლო გუნდი „ფენიქსი“ გავიდა მეორე ადგილზე.
II- III კლასებს შორის გაიმარჯვა გუნდმა „დელფინმა“, მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „პანტერა“.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგ ლალი სალიასთან ერთად, აქტივობაში აქტიურად ჩართული იყვნენ სამივე კლასის ხელმძღვანელები - ნანა გიორგაძე, ირმა ვეკუა და ნათია აბურჯანია. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„პატარებში განწყობა იყო ხალისიანი, ერთმანეთის მიმართ იყვნენ კეთილგანწყობილი, იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, წარმოაჩინეს შესწავლილი მძლეოსნობის ტექნიკური ელემენტების ცოდნა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს