იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა
31-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. მოსწავლეები სამუშაო პროცესში მონდომებით ჩაერთნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესო ნამუშევარი შექმნეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ჩვენებას მოსწავლეებთან ერთად, სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. მათ მოსწავლეთა ნამუშევარი დადებიტად შეაფასეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებითა და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203