„ანბანთქება“ - პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება ქარიატის საჯარო სკოლაში
31-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო პროცესი შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულეს.
სკოლაში ღონისძიება - „ანბანთქება“ გაიმართა.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, სხვადსხვა მწერლის შემოქმედებიდან ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შთამბეჭდავმა სანახაობამ, დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
პატარები კი, სკოლას, მომავალ სასწავლო წლამდე ამაღლებული განწყობითა და ემოციებით დატვირთულები გამოემშვიდობნენ.
„ჩვენი თვალხატულა პირველკლასელები მეგობრებთან ერთად ანბანთქების ზეიმზე“, - ასე შეაფასეს მოსწავლეთა წარმოდგენა სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს