ბათუმის N22 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
31-05-2023
ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლაში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ნაკუწ-ნაკუწ კი არა საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად!“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამოუკიდებლობის არსი კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
მათ ასევე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და ასე გამოხატეს პატრიოტული სულისკვეთება.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფურცელი, სადაც ზვიად გამსახურდიამ დიდი სიძლიერით წარმოსთქვა სიტყვები: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! “, - აღნიშნავენ სკოლაში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს