ჩაოს საჯარო სკოლაში სტუდენტური შეხვედრის საღამო მოეწყო
31-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში წლის განმავლობაში საინტერესო და გამორჩეული აქტივობები იმართება. 

ამჯერად კი, სკოლას კურსდამთავრებულები - სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტური შეხვედრის საღამო სკოლაში უკვე მესამედ მოეწყო. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი სტუდენტები:

  • ლანა დავითაძე - IV კურსი, მომავალი ექიმი.
  • აჩიკო აბულაძე - III კურსი, მათემატიკოსი.
  • ინეზა ცეცხლაძე - III კურსი , ფილოლოგი.
  • ანუკი ცეცხლაძე - II კურსი, მომავალი ექიმი.
  • სალომე ლაბაძე - I კურსი, რომელიც თურქულ ენებზე სწავლობს.
შეხვედრას დისტანციურად ჩაერთო და სიტყვით გამოვიდა, თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტი, მომავალი არქიტექტორი, მარი ლაბაძე. სტუდენტებს შორის, სპეციალური მოწვევით, იმყოფებოდა ჩაოს საჯარო სკოლის, 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებული, სოფიკო ცეცხლაძე, რომელმაც ისაუბრა, რა გზა გაიარა, ჩაოს საჯარო სკოლის მერხიდან დოქტორანტურამდე.

სტუდენტური შეხვედრის საღამოს ესწრებოდნენ, საპატიოდ მოწვეული სტუმრები - სოფელ ჩაოს მკვიდრი, საპატიო მოქალაქე, ქველმოქმედი - თამაზ მახარაძე და მისი მეუღლე ხათუნა ცეცხლაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი - ლეილა ცეცხლაძე; რაულ და ჯემალ ცეცხლაძეები და სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წევრები.

მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები და წაიკითხეს ლექსები. სტუდენტური შეხვედრის ორგანიზატორი, საღამოს წამყვანი და სულისჩამდგმელი მზია შავაძეა, რომელმაც ღონისძიება, მერვე კლასის მოსწავლესთან, ლიკა ცეცხლაძესთან ერთად ჩაატარა.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა, იოსებ აბულაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩაოს საჯარო სკოლაში, ეს განსაკუთრებული და დაუვიწყარი შეხვედრა მოაწყო.

„საოცარია, გაზაფხულის ულამაზესი თვე მაისი, თავისი მშვენიერებით, სიყვარულით, ულამაზესი ყვავილებით და ცამდე ამაღლებული უკვდავებით. ამ დღეს ჩვენს სკოლაში ზეიმი იყო, განსაკუთრებული დღესასწაული, სტუდენტი ახალგაზრდების დღე. ხალისიანი სასკოლო ცხოვრება ჩქეფს, ჩაოს საჯარო სკოლაში. სტუდენტებმა, დიდი სიხარულითა და სიყვარულით დაათვალიერეს საკლასო ოთახები, შეხვდნენ პირველ მასწავლებლებს. გაიხსენეს ფერადოვანი, მშვიდი, უშფოთველი და მოსწავლეობის საინტერესო წლები, რომელიც ამ სკოლის კედლებში გაატარეს. გზა, რომლის გავლაც მათ უწევდათ, სახლიდან სკოლამდე, მიიყვანა ცოდნის ტაძრამდე, უნივერსიტეტამდე. ეს დღე, ძალიან ლამაზი იყო, საამაყო, ემოციური და ბედნიერი.
მონატრებული სტუდენტები, გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, მათი ყველა წარმატების სათავე, ამ სკოლის კედლებში მოსმენილი გაკვეთილებიდან დაიწყო. სკოლის დირექტორმა, ბატონმა იოსებ აბულაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩაოს საჯარო სკოლაში, ეს განსაკუთრებული და დაუვიწყარი შეხვედრა მოაწყო.
სტუდენტებს წარმატებები უსურვა და ამ ფონზე დაემშვიდობა: „ცოდნით კაცი მთებს გადადგამს, გზას გაიგნებს ცაში თვალი, წიგნი ცოდნის მდინარეა, სიმართლისკენ მიმავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203