წაჩხურუს საჯარო სკოლაში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო
31-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა სოციალური საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას, მათში ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ხშირად ეწყობა შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, მათ შორის აღსანიშნავია ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული საინფორმაციო შეხვედრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე მოსწავლეებმა ბულინგის თემატიკაზე ნახატები შექმნეს, ხოლო სპეცმასწავლებელმა ირმა კანკიამ, ფილმის- „საოცრება“, ჩვენება მოაწყო.
კინოჩვენების შემდეგ, მოსწავლეებმა განიხილეს ის, ფილმის იდეა და პერსონაჟები, ასევე შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
შეხვედრა ძალიან შემეცნებით, პროდუქტიული და ინტერეაქციული იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს