ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა გაზაფხული წარმტაცი ღონისძიებით „გააცილეს“ 
31-05-2023

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხული საზეიმო ღონისძიებით გააცილეს.

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას,  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სასკოლო სივრცე სადღესასწაულოდ მორთეს და საზეიმოდ გამოწყობილებმა დასამახსოვრებელი საღამო გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ემოციების გამოხატვასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203