ხონის N2 საჯარო სკოლის STEM კლუბის წევრები თავად იგონებენ და ქმნიან სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებს
31-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის STEM კლუბის - „ევრიკა“ წევრებმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თემები წარმატებით შეისწავლეს. 

მოსწავლეებმა თეორიული მასალის შესაბამისი სიმულაციებით სხვადასხვა პროექტი შექმნეს.

„მათ, პროგრამაში - tinkercad, არდუინოს დაპროგრამება შეისწავლეს, ასევე ლედ ნათურების, ულტრასონისკი, სინათლის სენსორი, მოძრაობის სენსორი, გაზის სენსორი, შეხების სენსორი, ფოტორეზისტორი, 7 სეგმენტი დააპროგრამეს და შესაბამისი სიმულაციები მოაწყვეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავს, მოსწავლეები თავად იგონებენ და ქმნიან სხვადასხვა ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს.

კლუბის ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - თამარ ჩხენკელი და კონსულტანტი ფიზიკის მასწავლებელი - ციალა ჩარგეიშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203