სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
31-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები, საბავშვო საკითხავი ლიტერატურა და სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ.

აღნიშნულმა საჩუქრებმა მოსწავლეები გააბედნიერა.

სკოლაში სიხარულისა და ბედნირების „კორიანტელი“ ტრიალებდა.

„სკოლაში იმყოფებოდნენ კომპანია „ნიკორას“ წარმომადგენლები. კომპანიის ხელმძღვანელის - ვასილ სუხიაშვილის ინიციატივით, წარმომადგენელმა - თამთა მაისურაძემ, სკოლას კომპიუტერები, საბავშვო საკითხავი ლიტერატურა და სხვადასხვა საჩუქარი გადასცა. სკოლა დიდ მადლობას უხდის მათ გაწეული სიკეთისთვისა და წარმატებებს უსურვებს თავიანთ საქმიანობაში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203