ჭითაწყარის საჯარო სკოლის იდეატორთა კლუბი უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
31-05-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში იდეატორთა კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

იდეატორთა კლუბის წევრები შ.მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებას შეუერთდნენ და საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ. 

უნივერსიტეტში ზუგდიდის საჯარო სკოლებში არსებულ იდეატორთა კლუბების პრეზენტაციები გაიმართა.

ჭითაწყარის სკოლის კლუბის საინტერესო პრეზენტაციამ მოწონება დაიმსახურა, რისთვისაც მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლასა და მის დირექტორს - მანანა ვართაგავას კი პრიზი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

„მადლობას ვუხდით მწვრთნელს, ქალბატონ აზა ჯოჯუას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203