ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის საგანამათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
31-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ორდღიანი მიწვევით, ორმხრივი მემორანდუმის შესაბამისად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტში მოსწავლეთა რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია ქიმიაში გაიმართა. კონფერენციაზე X კლასის მოსწავლე ლაშა სიგუამ და XI კლასის მოსწავლემ - ქეთი სიგუამ თემა - „მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს მტკნარი წყლების ჰიდროქიმიური გამოკვლევა“ წარადგინეს.
მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ნონა ცანავა იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფოერად გაატარეს და სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გარდა ამისა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტმა მოსწავლეთა ჩართულობით უნივერსიტეტის ეზოში სახალისო და სანახაობრივი ქიმიური ცდები ჩაატარა. მოსწავლეებმა ბიოლოგიის მუზეუმიც დაათვალიერეს.
სკოლა მადლობას უხდის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს