ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ ლექცია წაიკითხა
02-05-2018
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, ფუნქცია-მოვალეობებისა და სარდლობის ამოცანების შესახებ ესაუბრა.
ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სარდალმა მომავალი ოფიცრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.