„ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ - აფხაზეთის N14 სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს სპორტული ღონისძიების კვირეული მიეძღვნა 
31-05-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში, საქართველოს მთავარი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიების კვირეული - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობდნენ.

სპორტის კვირეული ჭადრაკით დაიხურა, რომელშიც ჭადრაკის მოყვარული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებულიც.

გამარჯვებული მე-9 კლასის მოსწავლე - ლევანი შონია გახდა, რომელსაც თასი გადაეცა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი რუსუდან შონია.

„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ღონისძიების მონაწილე თითოეულ მოსწავლეს და სპორტის მასწავლებელ ქალბატონ რუსუდან შონიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203