განძის N2 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
31-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს და „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს. ისინი აქტივობაში პედაგოგ ა.სირაკანიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. აღსანიშნავია, რომ მათ სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
„პირველკლასელები თავიანთი ტკბილი ხმით, სიხარულით გაბრწყინებული თვალებითა და გულის ფანცქალით დაემშვიდობნენ ანბანს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს