ვაიოს საჯარო სკოლიდან დირექციამ და პედაგოგებმა 2023 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
31-05-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს. 

კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„გილოცავთ ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ წარმატებებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203