ჟდანოვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა
31-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელმა - ზარუჰი ჰაკობიანმა მესამე კლასში საინტერესო გაკვეთილი, წელიწადის დროებზე და კვირის დღეებზე, ჩაატარა.
მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შეასრულეს, წელიწადის 4 სეზონს ნახატები მიუძღვნეს. მათ, მასწავლებელთან ერთად, პლაკატები დაამზადეს, რომელთა თემაც წელიწადის დროები, თვეები და კვირის დღეები იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მათ შეძლეს ნათლად აღეწერათ ყველა სეზონი, აქტიურად ჩაერთნენ გაკვეთილში და აჩვენეს პლაკატი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს