„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“- ზვარეს საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
31-05-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, ლიტერატურული საღამო - „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“, გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საკუთარი ნაშრომები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ლიტერატურულმა საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203