ბუგეულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
31-05-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

პატარები დედაენას ლექსებითა და სიმღერებით დაემშვიდობნენ. ირმა მასწავლებელმა კი მათ ქების სიგელები, სწავლისა და გულმოდგინებისთვის, გადასცა.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203