ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
31-05-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს.

ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა ისტორიის მასწავლებლის, მარინა მიქელაძისა და ხელოვნებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის, ნინო სუდაძის ინიციატივით.

აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203