ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
31-05-2023

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

I კლასის მოსწავლეებმა ნასწავლი შეაჯამეს და ნახატები შექმნეს.

მათ თავიანთი ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

ამ დღეს, მოსწავლეთა გზავნილი - „დედაენა დედასავით საყვარელი“ იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203