ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზიმოდ აღნიშნეს
31-05-2023
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, მრავალფეროვანი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, მოაწყვეს.

პირველკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა წარუდგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პედაგოგების: ნანა ჯანელიძისა და ნინო ისელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში  მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით „გააცილეს ანბანი“ და პირველი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაასრულეს. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203