„ვინ უკეთ იცის „ვეფხისტყაოსანი“ -  საინტერესო ვიქტორინა-კონკურსი ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში
31-05-2023
ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი - „ვინ უკეთ იცის „ვეფხისტყაოსანი“, ჩატარდა. 

ვიქტორინა 16 მაისს გაიმართა და მასში მე-10 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. 

კლასი გაყოფილი იყო ორ ჯგუფად:

I ჯგუფი გახლდათ - „მეგობრობა“, დევიზი - ხამს მოყვარე მოყვრისათვის...“. 

II ჯგუფი კი - „სიყვარული“, დევიზი - „სიყვარული აგვამაღლებს...“

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის ფარგლებში ჯგუფებმა შეასრულეს 7 აქტივობა, ესენი გახლდათ:

I - კითხვები ჯგუფს;
II - დაამთავრეთ აფორიზმები;
III - უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ დასურათებული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ეპიზოდის ამოცნობა;
IV - დაამთავრეთ ციტატები;
V - ვინ უფრო ლამაზად დაწერს აფორიზმს „ვეფხისტყაოსნიდან“;
VI - კროსვორდის შევსება;
VII - კაპიტნების კონკურსი.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა-კონკურსი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის ნაწარმოების -  „ვეფხისტყაოსნის“ კარგი ცოდნა გამოავლინეს. 

კონკურსი შეაჯამა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ:

1. მერაბ ხუციშვილი - დ/მ სასწავლო აღმზრდელობით დარგში;
2. ნათელა დალაქიშვილი (ლია ჭეიშვილი) - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
3. სოფიო ფხაკაძე - ისტორიის მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მე-10 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინი დვალიშვილი - მელუავა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203