თბილისის N207 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
31-05-2023
თბილისის N207 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა. 

თამაში - „წიგნების თარო“, 16 მაისს, მკითხველთა კლუბის ინიციატივით ჩატარდა, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

თამაშში, IX-X კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული 3 გუნდი მონაწილეობდა, ბავშვებმა გამოამჟღავნეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, სისწრაფე და დიდი კონკურენციის მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენა შეძლეს. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა, მოსწავლეებს სიმბოლური სიგელები და დიპლომები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლელა ტყემალაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203